გურამ მაჭარაშვილი – შალვა ნათელაშვილს შეთანხმება არ სურს, რადგან თავისი რესურსი იცის და როგორც კი შეთანხმებისკენ წავიდა საქმე, თავისი მომხრეებიც მიატოვა

14:39, 18.03.2021

შალვა ნათელაშვილს შეთანხმება არ სურს, რადგან თავისი რესურსი იცის და როგორც კი შეთანხმებისკენ წავიდა საქმე, თავისი მომხრეებიც კი ოპოზიციაში მიატოვა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, შალვა ნათელაშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და იქედან გამომდინარე, როგორც მის სიტუაციას აწყობს.

„ეს რა მიზანს ემსახურება, ადვილი მისახვედრია. მიზანია, რომ შეთანხმება არ შედგეს. მას არ აქვს რესურსი და საერთო მიზანია, ქვეყანაში არეულობა იყოს. მგონი, შალვა ნათელაშვილის განცხადებები არათუ საქართველოში, უცხოეთშიც აღარ აღიქმება სერიოზულად”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი