გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში ქართული იდენტობა გადარჩეს, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ
გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში ქართული იდენტობა გადარჩეს, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში ქართული იდენტობა გადარჩეს.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ  მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებს მიიღებენ.

„საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში ქართული იდენტობა გადარჩეს – არ იყოს „გეიპარადები“, მათ შორის, ერთმა ადამიანმა ქალისა და კაცის ფორმა ერთდროულად არ ჩაიცვას და რუსთაველის გამზირზე აღლუმები არ ჩატარდეს. ბუნებრივია, ამ ცვლილებებს მივიღებთ. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარს თუ იტყვის, თავად მობრძანდნენ – კაცმა ქალის ფორმა ჩაიცვას, ქალმა – კაცის და თქვან, რომ პროპაგანდის მომხრე არიან. ამის რატომ ეშინიათ, რატომ არ ამბობენ? მათთვის ხომ ქალი და კაცი ერთი და იგივეა, ვაჟკაცურად თქვან, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.