გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში
გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში

ჩანაწერებს რაც შეეხება, უნდა ვთქვათ მკაფიოდ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაიტანოს ყურადღება იმ მთავარი თემებიდან, რაც არის ქვეყანაში. ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ასევე პოლიტიკური პროცესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი სამართლადამცავი უწყებები მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ყველა იმ ფაქტს, რომელიც მსგავსი ტიპის შეიძლება, არსებობდეს ქვეყანაში. დარწუნებული ვარ, რომ თუ კი ამის აუცილებლობა იქნება, მისცემენ შესაბამის მსვლელობას. ეს იმდენად იაფფასიანი იყო, რომ არც კი ჰგავდა დანარჩენ ჩანაწერებს, რომლითაც ადრე ცდილობდნენ, რომ ადამიანების მანიპულაციით ხელი შეეწყოთ პროვოკაციებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობენ შესაბამისი პროფესიული საგამოძიებო უწყებები, რომლებიც მაღალკვალიფიციურად შეაფასებენ ნებისმიერ ფაქტს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ჩანაწერი დიდი ალბათობით ავთენტური არაა.

„ეს ჩანაწერი, დიდი ალბათობით, არ არის ავთენტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რა არის დღის წესრიგის მთავარი თემა ქვეყანაში. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს არის ძალიან დილეტანტურ დონეზე მომზადებული ჩანაწერი.

რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს არც ვადამდელი არჩევნები, არც პლებისციტი. გამომდინარე იქიდან, რომ ის უარყოფს ყველა იმ შეთანხმებაში მონაწილეობას, ყველა ინ პლატფორმას, ყველა იმ შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლებელია თეორიულად მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.