გურამ მაჭარაშვილი - სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია
გურამ მაჭარაშვილი - სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ გაჯანსაღება ხდება და ასეთი გაჯანსაღებული შევხვდებით როგორც თვითმმართველობის არჩევნებს, ასევე 2024 წლის არჩევნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, მაგრამ „ეს ჩვეულებრივი პროცესია“.

არსებულ პოლიტიკურ ველზე გასვლა მარტივი არ იქნება. ოპოზიციამ დიდი სივრცე დატოვა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გაუჩინა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ოპოზიციურ მხარდამჭერებში თავისი სამიზნე ნახოს და საკუთარი ხედვები შესთავაზოს. ამ ამომრჩევლის სამიზნეები რამდენად გახდებიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ამას დრო აჩვენებს. საზოგადოება ძალიან გაზრდილია და მან შესანიშნავად იცის, მხარი ვის უნდა დაუჭიროს, რომ ხელისუფლებაში დატოვოს და ოპოზიციაში აირჩიოს. ჯერ „ქართული ოცნებისთვის“ კონკურენცია არ არსებობს. ჩვენს გუნდში არანაირი დაბნეულობა არაა. სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, მაგრამ ეს არ გახლავთ არაბუნებრივი, ეს ჩვეულებრივი პროცესია – პარტია შეიძლება დატოვონ წევრებმა. იცით, რომ ახალი წევრები, ძალიან ბევრი, შემოუერთდა პარტიას. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მეტიც – პოლიტიკური პარტიის გაჯანსაღება ხდება და ასეთი გაჯანსაღებული შევხვდებით როგორც თვითმმართველობის , ასევე 2024 წლის არჩევნებს.