გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ხელისუფლებას აქვს, ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია
გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ხელისუფლებას აქვს, ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია

ვნახეთ, ბათუმის პორტში ვინ იყო, პროგოჟინის პარტია და მათი უშუალო მხარდამჭერები, ამ ადამიანებს მეთოდები დაუძველდათ და ეს ყველაფერი მათ ვერ უშველის, პრიგოჟინის პარტიის თავმჯდომარე ბათუმში ჩადის და ქუჩის ბიჭივით პოლიციელებს ლანძღავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „დღეს არის მოცემულობა, როცა ხალხს ვერ მოატყუებ“.

„რუსეთის ათეულობით მილიონი მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ამერიკაში ჩადის და რატომ არ არის იქ პროტესტი? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ხელისუფლებას აქვს. წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან რა პროვოკაციებიც იყო, ისიც საკმარისია. ორი-სამი წლის წინ სააკაშვილმა თქვა, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთო. ამაზე რა პასუხი გაქვთ? რუსეთი ხან ცუდია და ხან კარგია? როცა ხელისუფლებაში თავად არიან, მაშინ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ და ღვინით და ყვავილებით უნდა დახვდნენ საზღვართან? ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია. მათი არავის აღარ სჯერა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.