გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საგამოძიებო კომისიისთვის დაამტკიცებს კვოტებს, რომლის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის დაამტკიცებს კვოტებს, რომლის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდა და ამაში დარწმუნებული არიან, მათთვის ამ შეთხვევაში ძალიან კარგია მაღალი ხარისხის საკანონმდებლო პლატფორმა, ე.წ. საგამოძიებო კომისია.
„რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ჩვენ არა ერთხელ ვამბობდით და დღესაც ვაგრძელებთ შეთავაზებას. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე საგამოძიებო კომისიისთვის უკვე კვოტებს დავამტკიცებთ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. თუკი ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ არჩევნებზე რაიმე ტიპის გაყალბებას ჰქონდა ადგილი, რაც არის მთავარი მოტივატორი მათთვის, იმისთვის, რომ პარლამენტში არ შემოდიან, რაზეც ისინი უარს ამბობენ, ეს ნახა როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ თანმიმდევრული ვართ. ის, რა პასუხისმგებლობაც ოპოზიციამ თავის თავზე არ აიღო, ამას ვიღებთ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მეტსაც გეტყვით, ამ მაგიდაზე ჩვენ გვიდევს ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ყველა ის პირობა, რაც ოპოზიციიდან წამოყენებული პრეტენზია იყო. ეს იქნება საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ცესკო-ს შემადგენლობა და ასე შემდეგ.
აპრიორი, რიგგარეშე არჩევნები ეს არ არის მოთხოვნა. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მიზეზი იყო ის, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ არჩევნები გაყალბდა და დარწმუნებული არიან, აქვთ მტკიცებულება ამ შემთხვევაში, არის ძალიან კარგი მაღალი ხარისხის საკანონმდებლო პლატფორმა. ეს საგამოძიებო კომისიაა. ამაზეც უარს აცხადებენ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ოღონდ იმ ფორმატში, რომ მოხდეს 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნების გამოხატვა და საარჩევნო კოდექსზე მუშაობა. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.