გურამ მაჭარაშვილი - სანქციები და მუქარები არ მოქმედებს, პირიქით, კონტრპროდუქტიულია, რაც უფრო მეტი შანტაჟია, მით უფრო მობილიზებულია ქართველი ხალხი, 4 ოქტომბერი ამის კლასიკური მაგალითი იყო
გურამ მაჭარაშვილი - სანქციები და მუქარები არ მოქმედებს, პირიქით, კონტრპროდუქტიულია, რაც უფრო მეტი შანტაჟია, მით უფრო მობილიზებულია ქართველი ხალხი, 4 ოქტომბერი ამის კლასიკური მაგალითი იყო

მიუხედავად იმისა, რომ „დიფ სთეითი“ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაშია შესული – ამას ამერიკის პრეზიდენტიც კი აღიარებს – როგორც ჩანს, მაინც არსებობენ ჯანსაღი ძალები ევრობიუროკრატიაში და სხვა ქვეყნებშიც, რადგან ამერიკაში ვერც „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული და ვერც ევრობიუროკრატიაში მიიღეს გადაწყვეტილება სანქციებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ევროპა ევროპულ ღირებულებებს დაუბრუნდება.

„გაცვეთილი ფრაზები აქვთ, რითი ვერ გაიგეს, რომ სანქციები და მუქარები არ მოქმედებს. პირიქით, კონტრპროდუქტიულია. რაც უფრო მეტი შანტაჟია, მით უფრო მობილიზებულია ქართველი ხალხი. 4 ოქტომბერი ამის კლასიკური მაგალითი იყო. უცხოეთმაც დაინახა, რომ საქართველოს არა სანქციების და მუქარების ენით, არამედ მეგობრული და დიპლომატიური ენით უნდა ელაპარაკო“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.