გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილი სასახლეს თუ არ დატოვებდა, ეს მისი მასხრად აგდება იქნებოდა, რა რეპუტაციით წავიდა, ისედაც ვიცით, წავიდა მოღალატის სტატუსით
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილი სასახლეს თუ არ დატოვებდა, ეს მისი მასხრად აგდება იქნებოდა, რა რეპუტაციით წავიდა, ისედაც ვიცით, წავიდა მოღალატის სტატუსით

სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს სამწუხარო წარსულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ მას ყურადღებას არავინ აქცევდა და ახლა მისი გეგმები, მით უფრო, საინტერესო არ არის“.

„რასაც ამბობდა, ვერაფერს აკეთებდა. მაგალითად, თქვა, რომ აქ მატარებელი რომ ჩამიყენეს, არ ჩავჯდებიო და მატარებელმა თავად გაასწრო. ვიდრე მატარებელი წავიდოდა, იქამდე თავად გაასწრო. ასე ყველა იმ ადამიანს მოუწევს, ვინც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. ვნახავთ, როგორი პოლიტიკური თავდასხმები იქნება რიგით სალომე ზურბაიშვილზე. მისი სიტყვები მნიშვნელოვანი უკვე არათუ ქართველი ხალხის მიმართ არ არის, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვისაც“ აღარ იქნება. ის ადამიანებიც გამოჩდნენ, ვინც სალომე ზურაბიშვილის მიმართ საყვედურები არ დაიშურა. თუ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა, ეს მისი მასხრად აგდება იქნებოდა, რა რეპუტაციით წავიდა, ისედაც ვიცით – მოღალატის სტატუსით წავიდა. თუ სკამს ჩაებღაუჭებოდა, ეს წინასაარჩევნო გასართობი პროგრამა იქნებოდა, რადგან არალეგიტიმურ პრეზიდენტს ვერავინ დაიცავდა. როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანებმა ურჩიეს, რომ საბოლოოდ არ გამასხარავებულიყო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.