გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-მდე უნდა მოხდეს არჩევნების დანიშვნა, რატომ? ის პრეზიდენტი აღარ იქნება, აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება
ზურაბიშვილი რომ ამბობს, 29 დეკემბრამდე უნდა მოხდეს კონსულტაციები და არჩევნების დანიშვნა, რატომ? რადგან 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ეს მან კარგად იცის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება.
„კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით არჩევნები დანიშნოს. ეს ერთადერთ შემთხვევაში ხდება, როდესაც პარლამენტი მთავრობას ორჯერ ვერ ირჩევს, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დროს ფორმალურად ნიშნავს არჩევნებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ სამი შემთხვევიდან არც ერთი არ არის. შესაბამისად, ზურაბიშვილი წერილებს თუ დაწერს, ეს მისი საქმეა, ხოლო მის არც ერთ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ ექნება.
რაც შეეხება ე.წ. საბჭოებს თუ კონსულტაციებს, ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება, საქართველოში გააკეთოს, ეს კონსულტაციებია, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში, ეს თვითონაც ხომ იცის? სავარაუდოდ, ამ ცერემონიაზე ექნება ამ ე.წ. საბჭოს საუბარი.
ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია არაკონსტიტუციური განცხადებები, ქმედებებიც ჩაუდენია კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით და ისეთი სულელური ნაბიჯები გადაუდგამს, საკონსტიტუციო სარჩელიც შეუტანია, თუმცა აღმოჩენილა, რომ არასწორია. მან რომ ბრძანებულება გამოსცეს იმაზე, რომ არჩევნები დაინიშნოს, ფარატინა ქაღალდი იქნება. კონსტიტუცია ამბობს, როდის ინიშნება არჩევნები. ზურაბიშვილი რომ ამბობს, 29 დეკემბრამდე უნდა მოხდეს კონსულტაციები და არჩევნების დანიშვნა, რატომ? რადგან 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ეს მანაც კარგად იცის. აღიარებს, რომ მისი უფლებამოსილება 29 დეკემბერს სრულდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.