გურამ მაჭარაშვილი - საჭიროა ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის მონახულება, იმედი მაქვს, პატიმართა მონახულებასაც და უფლებებსაც ყველა თანაბრად მიუდგება
გურამ მაჭარაშვილი - საჭიროა ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის მონახულება, იმედი მაქვს, პატიმართა მონახულებასაც და უფლებებსაც ყველა თანაბრად მიუდგება

უფლის წინაშე ყველა პატიმარი პატიმარია და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, საჭიროა ყველა პატიმრის მათ შორის, სააკაშვილის მონახულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში იყოს.

„ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები გამიჯნულია. ნებისმიერი მეუფის მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ და გეტყვით, რომ ათასობით ადამიანია, რომელთაც ზოგს სიცოცხლე წაერთვა, ზოგს ჯანმრთელობა, ზოგს ღირსება, ზოგს ქონება და სულ მცირე ამ ადამიანებს უნდა ჰკითხო და ამის შემდეგ გააკეთო განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით. უფლის წინაშე ყველა პატიმარი პატიმარია და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, საჭიროა ყველა პატიმრის მათ შორის, სააკაშვილის მონახულება და იმედი მაქვს, თანაბრად მიუდგება ყველა, ყველა პატიმრის მონახულებასაც და უფლებასაც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან და ახალი ერა დაიწყება. მისივე თქმით, ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ.