გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის საწინააღმდეგოდ განცხადება თუ კეთდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა დონის პოლიტიკოსია, მისთვის ეს პიროვნება მიუღებელი ხდება
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის საწინააღმდეგოდ განცხადება თუ კეთდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა დონის პოლიტიკოსია, მისთვის ეს პიროვნება მიუღებელი ხდება

მიხეილ სააკაშვილისგან ასეთი შეფასებები არ გვიკვირს. როცა მას აწყობდა, უმნიშვნელო აპარატის თანამშრომლის განცხადებასაც კი სერიოზულად აღიქვამდა, თუ ეს მისთვის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება იყო, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, რა დონის პოლიტიკოსმაც არ უნდა გააკეთოს კრიტიკული თუ არაკრიტიკული განცხადება, ამას პრაგმატულად უდგებიან.

„ჩვენ მიმართ რა დონის პოლიტიკოსმაც არ უნდა გააკეთოს კრიტიკული თუ არაკრიტიკული განცხადება, ამას პრაგმატულად ვუდგებით. სამწუხაროდ, სააკაშვილისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის პოლიტიკოსია, რა იქნება საქართველოსთვის პრესტიჟი. თუ მის საწინააღმდეგოდ კეთდება განცხადება, მისთვის ეს პიროვნება, რანგის მიუხედავად, მიუღებელი ხდება. ამაზე კომენტარი არ მგონია, სერიოზული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი ჩვენი მოქალაქეც კი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.