გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია მინიმალური ხდება, რასაც ვერ ეგუება და განცხადებებს აქვეყნებს, შევესიოთ რუსთაველის გამზირს, გამათავისუფლეთო
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია მინიმალური ხდება, რასაც ვერ ეგუება და განცხადებებს აქვეყნებს, შევესიოთ რუსთაველის გამზირს, გამათავისუფლეთო

მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია მინიმალური ხდება, რასაც ვერ ეგუება და სხვადასხვა განცხადებას აქვეყნებს, შევესიოთ რუსთაველის გამზირს, ქუჩაში გამოდით და გამათავისუფლეთო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის  განცხადებები სავსეა წინააღმდეგობის კერებისა და რევოლუციური კომიტეტების შექმნის მოწოდებებით, რაზეც საზოგადოების პასუხი არის უარი.

„ხალხს რადიკალიზაცია არ სურს. მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნელ-ნელა მილევადი ხდება. მისი უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. მოცემულობაა, რომ პატიმარი სასჯელს იხდის. მისი საკითხის აქტუალიზაცია მინიმალური ხდება, რასაც ვერ ეგუება და განცხადებას აქვეყნებს – შევესიოთ რუსთაველის გამზირს, ქუჩაში გამოდით, გამათავისუფლეთო. მომხრეებს თავის თავს ახსენებს, არ დაავიწყდეთ, რომ ციხეში ზის. სააკაშვილს სიმბოლოები უყვარს და აქცია თავის დაბადების დღეს დაამთხვია. ალბათ, წარმოდგენა აქვს, რომ ვინაიდან მისი დაბადების დღეა, მომხრეების რიცხვი გაათმაგდება, მაგრამ ახლაც ისეთივე ილუზიებშია, როგორც საქართველოში შემოსვლის დროს იყო, რომ ხელისუფლებას დაამთავრებდა. ისევ ამ ილუზიაში დარჩა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.