გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა ემსახურებოდა გაყალბებას და არა პოლონური წინდების რეკლამას, მადლობა ეკუთვნით ადამიანებს, რომლებმაც ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა ემსახურებოდა გაყალბებას და არა პოლონური წინდების რეკლამას, მადლობა ეკუთვნით ადამიანებს, რომლებმაც ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს

სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა და არა პოლონური წინდების რეკლამას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას იმსახურებენ უწყების თანამშრომლები, რომლებმაც ეს ფაქტი აღმოაჩინეს.

„რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა. ექიმი თავადაც აღიარებს, რომ მას ნიმუში ჩუმად გაჰქონდა. აღიარებს, რომ უნდოდა, კვლევა თავის ლაბორატორიაში ჩაეტარებინა. მადლობა ეკუთვნით შესაბამისი უწყების თანამშრომლებს, რომელთაც ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს. სხვა შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ორ დღეში ვიხილავდით შეტყობინებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკამ სააკაშვილის მოწამვლა დაადგინა. ამ დროს, პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუში წინდით იყო გატანილი. ბუნებრივია, პოლონელი ექიმის მიზანი იყო არა პოლონური წინდების რეკლამა, არამედ გაყალბება. სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში გასაყალბებლად გაიტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.