გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანით საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ზრუნავენ ადამიანზე, პატიმარზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანით საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ზრუნავენ ადამიანზე, პატიმარზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე

გუშინდელი გადაწყვეტილებით, როდესაც პატიმარი სააკაშვილი გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ზრუნავენ ადამიანზე, პატიმარზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სწორედ მაშინ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არა მხოლოდ სააკაშვილი, შემდგომ მათ შორის კოლეგებისა და განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შიმშილობის ფონზე, ესეც იყო ფაქტორი და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პატიმარი სააკაშვილი გააგრძელებს სამედიცინო მომსახურებას გორის სამედიცინო ჰოსპიტალში.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ სწორედ იმ მიზნით, რომ მოქალაქეებისა და პატიმრების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. საზოგადოებამ დაინახა მეორე რამ, რომ არ იცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, ბუნება არასოდეს, არც ერთ ეტაპზე. გუშინვე თქვეს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომ პატიმარი სააკაშვილი გადადის გორის ჰოსპიტალში, თუმცა ისინი ბრძოლას აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რაც იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დარჩა ოპოზიციაში ყოფინის პირობებშიც, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ ამ ეტაპზე, უკვე როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, აქამდეც და ამის მერეც, ზრუნავს იმ დღის წესრიგზე, რომელიც დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ორი ფაქტორი, რაც დაინახა ქართულმა საზოგადოებამ საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, 2024 არჩევნებამდე უნდა განვახორციელოთ და შევასრულოთ ის წინადადებები, რაც დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის მოცემულობა და ამას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.