გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა, როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა, როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა

მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიები არ გაგვიკვირდება, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს.

„ეს მისი პირადი საქმეა, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს. სხვათა შორის, ძალადობრივ პროცესებზე მათმა მხარდამჭერებმაც კი თქვეს უარი. შეიძლება, არჩევნებში პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს. ამიტომ, ოპოზიცია უნდა მიხვდეს და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მგონი, აქციებს გავლენა არც მათ მხარდამჭერებზე აქვთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტში მუშაობდნენ, ხალხს არ უნდა ქუჩაში ირბინოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.