გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი და რატომ გამოიტანა ევროპის საერთაშორისო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი და რატომ გამოიტანა ევროპის საერთაშორისო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი

ეს საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. შესაბამისად, შეგვიძლია, მას კორუფციული საქმე ვუწოდოთ. ვნახეთ, როგორ იხარჯებოდა არამიზნობრივად თანხები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, პატიმარ სააკაშვილის გამოსვლები დღესაც სავარაუდოდ იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა.

„რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი და რატომ გამოიტანა თავის დროზე ევროპის საერთაშორისო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი და აღიარა, რომ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე მოისპო. ამ საქმეზე “პიჯაკების” იარლიყის მირტყმა იმას ემსახურებოდა, რომ თითქოს, მან მხოლოდ პიჯაკები შეიძინა 9 მილიონის, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, რაში იხარჯებოდა თანხები – ეს იყო მასაჟები, კურორტებზე სიარული, პირადი ექიმების მომსახურება და ა.შ. სააკაშვილი პოლიტიკურ საკითხებზე რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.