გურამ მაჭარაშვილი – რუსეთთან მიმართებით გამოწვევები დიდ სახელმწიფოებს აქვთ და საქართველოს რომ ჰქონდეს, გასაკვირია? პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც უკრაინაშია
რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა და არც „ქართული ოცნების“, ეს გეოგრაფიულად დადგენილი ფაქტი და მოცემულობაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც უკრაინაშია.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ ენერგოსტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა. სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა და საქართველოში რუსი ბიზნესმენები მოიწვია, რათა ინვესტიცია განეხორციელებინათ. რუს ბიზნესმენებს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდნენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ომის შემდეგ ხდებოდა. დღეს ეს ხალხი ვის ესაუბრება? რუსეთთან მიმართებაში გამოწვევები დიდ სახელმწიფოებს აქვთ და საქართველოს რომ ჰქონდეს, გასაკვირია? პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.