გურამ მაჭარაშვილი - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ 
გურამ მაჭარაშვილი - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ 

სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ეს ცალმხრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს, ესეც მისი გადაწყვეტილებაა.

თქვენ მე პუტინის პირადი სპიკერი გგონივართ. ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით ხოლმე, რუსეთში რა ხდება, ფეესბეში რა ხდება, ფეესბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენგან ვგებულობ ხოლმე, თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. ამასთან, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა.