გურამ მაჭარაშვილი - როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია
გურამ მაჭარაშვილი - როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია

პოლიტიკური პარტია როცა აღიარებს, რომ პოლიტიკურად გადამგდებია, ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს ან სურვილი არ აქვს, რომ ორი პროცენტი მაინც აიღოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებაზე, რა დროსაც დაუშვილმა აღნიშნა: „„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, გახარიას პარტია არა თუ 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გდალახავს, არამედ ისე დაბალ პროცენტს მიიღებს, რომ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც აღარ ექნება.

„როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია. როგორც მისმა თანაპარტიელმა თქვა, „ქართულ ოცნებაში“ იყო და „ქართული ოცნება“ გამოიყენა, ახლა „ნაცმოძრაობაშია“ და აღიარეს, რომ „ნაცმოძრაობაც“ გამოიყენა. ვინ ვინ გამოიყენა, ეს შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ მათ საკრებულოებში კოალიციები შექმნეს და ახლა ამბობენ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ამას პოლიტიკაში გადაგდება ჰქვია. როცა პოლიტიკური პარტია აღიარებს, რომ პოლიტიკურად გადამგდებია, ეს ნიშნავს, რომ ან არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ან სურვილი არ აქვს, ორი პროცენტი მაინც აიღოს. რაც უფრი მეტი დრო გავა, მით უფრო გამოჩნდება, რომ გახარიას პარტია არამცთუ 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გდალახავს, არამედ სურვილიც აღარ ექნება შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის, ისეთ დაბალ პროცენტს მიიღებს. ხალხის ინტერესების გატარება სად დაინახეს, ეს არ თქვეს. შესაბამისად, სუბიექტური ინტერესები გაატარეს და მათი პარტიის წევრები საკრებულოებში თანამდებობის პირები არიან. ეს ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ გამოიყენეს იმისთვის, რომ მათ წარმომადგენლებს თანამდებობები ჰქონოდათ. გახარიამ „ქართული ოცნება“ იმისთვის გამოიყენა, რომ ხალხს გაეცნო, რადგან მას, რუსეთის გარდა, არავინ იცნობდა. „ქართულ ოცნებაში“ იყო და „ნაცმოძრაობას“ ემუქრებოდა, დაგასრულებთო. „ნაცმოძრაობაშია“ და „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, დაგასრულებო, ამ დროს თავად სრულდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.