გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე მიხვდა, რომ არანაირი რესურსი არ გააჩნია და არამცთუ ასეულათასობით, ასობით ადამიანსაც ვერ შეკრებდნენ 24 თებერვლისთვის, ეს გააანალიზა
გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე მიხვდა, რომ არანაირი რესურსი არ გააჩნია და არამცთუ ასეულათასობით, ასობით ადამიანსაც ვერ შეკრებდნენ 24 თებერვლისთვის, ეს გააანალიზა

როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე მიხვდა, რომ მას არანაირი რესურსი არ გააჩნია და არამცთუ ასეულათასობით, ასობით ადამიანსაც ვერ შეკრებდნენ 24 თებერვლისთვის, ეს გააანალიზა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ ვთქვით თავის დროზე და კიდევ გავიმეორებ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საკუთარ თავს არავინ უწოდებს. ეს სტატუსი საზოგადოებამ უნდა მოგანიჭოს. რა რესურსი გაქვს, ეს უნდა გათვალო, როდესაც ამბიცია გაქვს და ამბობ, რომ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთელ მომხრეებს აიყოლიებ. როგორც ჩანს, ჯაფარიძე მიხვდა, რომ მას არანაირი რესურსი არ გააჩნია და არამცთუ ასეულათასობით, არამედ ასობით ადამიანსაც ვერ შეკრებდნენ 24 თებერვლისთვის. ეს გააანალიზა და ამგვარი განცხადებაც ამიტომაც გააკეთა.

გასაგებია, რომ დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ იყო, არც ცივი ზამთარი, ახლა ადრეულ გაზაფხულზე უნდოდათ გარკვეული ამინდის შექმნა, მაგრამ ეტყობა, გადახედეს პროგნოზს და ნახეს, რომ ვერ შედგებოდა ის ამინდი, რომელიც უნდოდათ. ამიტომ გამოეყო ამ მოძრაობას. დარწმუნებული ვარ, 24 თებერვალს განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზურა-გირჩი ჯაფარიძე აღმოჩნდა ის გამონაკლისი, რომელმაც, როგორც ჩანს, ეს პროგნოზები რაღაცნაირად უფრო უკეთესად გათვალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.