გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამზადებულია 32 პუფი
გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამზადებულია 32 პუფი

პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტში ვინც შევა, ის იქნება პუფი. როგორც ჩანს, მათთვის გამზადებულია 32 პუფი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, ის პარლამენტში ცარიელი ხელებით შედის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ცვლის თავის სტილს. პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტში ვინც შევა, ის იქნება პუფი. როგორც ჩანს, მათთვის გამზადებულია 32 პუფი. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად ცარიელი ხელებით შემოდის შენობაში და არა საპარლამენტო ცხოვრებაში, ისინი არ აწერენ ხელს საერთაშორისო პარტნიორების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ძალიან ბევრი რეფორმა უნდა განხორციელდეს.

ორმაგი სტანდარტები არ არის ახალი, ისინი ადასტურებენ, რომ პატივს არ სცემენ არც თავიანთ ამომრჩეველს, არც საერთაშორისო პარტნიორებს, არც საპარლამენტო და არც ერთ ინსტიტუტს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მოღვაწეობა და ფიზიკური გადაადგილება საქართველოს პარლამენტის შენობაში ნამდვილად არ აღადგენს იმ პოლიტიკურ ზიანს, რაც თავიანთ თავს მიაყენეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პრობლემის შემქმნელია, ამას გიდასტურებთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ ქვეყანაში შექმნან პრობლემა, მაგრამ ასევე მინდა, გარანტია მოგცეთ, რომ ვერც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლეს ამ პრობლემების გაგრძელება და ვერც ოპოზიციაში ამას ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.