გურამ მაჭარაშვილი – როდის აქეთაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ეკლესიის შესახებ ინტერესდება? მათ აინტერესებთ, როგორმე საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ

11:42, 30.03.2026

ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, აღშფოთებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული, აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.

„როდის აქეთაა, რომ გვარამია და „ნაცმოძრაობა“ ეკლესიის შესახებ ინტერესდებიან? როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები – ძველი ძალების წვეროსანი წარმომადგენლები, როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს, რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? მათ ის აინტერესებთ, როგორმე საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ეს არ გამოსდით, მაგრამ ეს მათი ინტერესის სფეროა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია, სინოდის წევრებს აქვთ უფლება, თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატების შესახებ, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, თავისი კანდიდატურა დაასახელოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი