გურამ მაჭარაშვილი - რეგლამენტში მითითებულია, როდის და რატომ უნდა შეიქმნას კომისია, რადიკალურმა ოპოზიციამ იმაზეც კი ვერ გაბედა პასუხის გაცემა, დაიბარებდნენ თუ არა ამერიკის ელჩს
გურამ მაჭარაშვილი - რეგლამენტში მითითებულია, როდის და რატომ უნდა შეიქმნას კომისია, რადიკალურმა ოპოზიციამ იმაზეც კი ვერ გაბედა პასუხის გაცემა, დაიბარებდნენ თუ არა ამერიკის ელჩს

რეგლამენტში მითითებულია, როდის და რატომ უნდა შეიქმნას კომისია. ამ პროცესს დადებითი მხარე ის აქვს, რომ დადიან, სიარული ისწავლეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციამ იმასაც კი არ გასცა პასუხი, კომისიის შექმნის შემთხვევაში დაიბარებენ თუ არა აშშ-ის ელჩს.

„სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა მას შემდეგ მოინდომა, რაც ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ვირტუალური მტკიცებულებების გამო უნდა დასანქცირდეს ოთხი მოსამართლე. პასუხის გაცემა იმაზეც კი ვერ გაბედეს, დაიბარებდნენ თუ არა ელჩს. ელჩს თუ ვერ დაიბარებენ, არ იციან, მტკიცებულებები საიდან უნდა მოიტანონ. მაშინ რა უნდა გამოიძიონ, კომისიას რისთვის ქმნიან? რეგლამენტში მითითებულია, როდის და რატომ უნდა შეიქმნას კომისია. ამ პროცესს დადებითი მხარე ის აქვს, რომ პარლამენტში დადიან, სიარული ისწავლეს. როგორც ჩანს, ელჩის მითითებით, მას ვერ უბედავენ, პლენარული სხდომა გააცდინონ. ერთი მხრივ, ეს კარგია. 2020-ის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 50 ერთად არ ყოფილა, მაგრამ რეგლამენტს კითხულობენ და ვერ იგებენ ან იგებენ სათავისოდ. ასე მობილიზებულად თუ ივლიან, რეგლამენტს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მეტად ისწავლიან“,  – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.