გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური პროცესების ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები არ გამოვა
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური პროცესების ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები არ გამოვა

მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები არ გამოვა, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოეცალათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამაზე მეტყველებს რადიკალური პროცესების ხარისხი.

„ვერ გასცდნენ იმ ფანტაზიის ნაყოფს, მათ შორის რაც უცხოურ ძალებს 2014 წლიდან ჰქონდათ. ე.წ. მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა და თვითონაც კარგად იციან, რომ არ გამოვა.

რადიკალური პროცესების ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოეცალათ. ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდათ, ეს არის მოლაპარაკებების გაგიხსნი-არგახსნის საკითხი, თანხას ჩაგირიცხავ-არ ჩაგირიცხავ. ახლა ეს რომ აღარ ექნებათ, მხოლოდ პოზიტივი წამოვა უცხოეთიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, რომ საქართველო ვითარდება დემოკრატიის კუთხით. შანტაჟის აღარაფერი მექანიზმი რომ აღარ ექნებათ, ამიტომ არიან ასე გამწარებულები. მათი გაცოფება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოვაცალეთ მათ პატრონებს უცხოეთში და ახლა კუდს ბოლოჯერ იქნევენ, რაც ძალიან მალე დამთავრდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.