გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდება არ ხდება
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდება არ ხდება

რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ და სანქციებისთვის თავის არიდება აღმოაჩინონ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არანაირი სანქციებისთვის თავის არიდება არ ხდება.

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და საქართველოს მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან მათი ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები“ ეძებონ და სანქციებისთვის თავის არიდება აღმოაჩინონ. საქართველოს მიზანია, მშვიდობა იყოს. საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არანაირი სანქციებისთვის თავის არიდებას არ აქვს ადგილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.