გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სარგებლის მისაღებად საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაზეც მიდის, ამის მტკიცებულებაა ბაზებთან დაკავშირებული პროვოკაცია
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სარგებლის მისაღებად საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაზეც მიდის, ამის მტკიცებულებაა ბაზებთან დაკავშირებული პროვოკაცია

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის პროვოკაცია შეერთებული შტატების საელჩომ უარყო.

მისივე თქმით, პოლიტიკური სარგებლის მისაღებად, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველაფერზე, მათ შორის საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაზეც.

„რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ თავის კამპანიაში უკვე ნეგატიურ ქულებს წერს. ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, თითქოს შეერთებული შტატების მხრიდან იყო რაღაც წინადადება შემოთავაზებული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, შემდეგ ხელისუფლების მხრიდან უარი ითქვა და ა.შ. ეს არა მხოლოდ ტყუილი, არამედ პროვოკაციაა, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყო შეერთებული შტატების საელჩომ. რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველაფერზე, მათ შორის საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაზეც, ოღონდ თავიანთი პოლიტიკური, სუბიექტური სარგებლები მიიღონ. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება არის სწორედ ეს. წარმოიდგინეთ, როგორი პროვოკაცია იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავად გააკეთა განცხადება. ამ დონეზე მიდის რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ უკვირთ, რატომ აქვთ ნულოვანი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. როდესაც საუბრობს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ისეთ განცხადებაზე, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმაც უარყო, ნიშნავს, რომ მიდიან ყველანაირ პროვოკაციაზე. ასე თუ წავლენ, ნეგატიური ქულები მათ წინასაარჩევნი კამპანიაში ჩაიწერება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.