გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში განათლების რეფორმის დაწყებამდე ამბობდნენ, რატომ არ არისო, ახლა - რატომ დაიწყოო, უნდათ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში განათლების რეფორმის დაწყებამდე ამბობდნენ, რატომ არ არისო, ახლა - რატომ დაიწყოო, უნდათ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ

განათლების რეფორმა არ იყო დაწყებული და რატომ არ არისო, ამას ამბობდნენ როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ასევე ენჯეოსექტორში, სადაც რეალურად აგენტურაა. რეფორმა დაიწყო და რატომ დაიწყოო. მათი პოზიციები გასაგებია, უნდათ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „გზებს ეძებენ, იქნებ, სადმე რამეზე კომენტარი გააკეთონ“.

„ყველა კარგად ხედავს, რომ განათლების რეფორმა საჭიროა. ბუნებრივია, კითხვები ჩვენც გვაქვს. აბიტურიენტი როცა აბარებს, უნდა იცოდეს, რა მოთხოვნაა სახელმწიფოში და ისე არ იყოს, რომ ორასი მოთხოვნა იყოს იურისტის და ორი ათასი არ იყოს. სფეროებია, სადაც მოთხოვნა ჭარბობს რეალობას, მათ შორის არის მაღალანაზღაურებადი სფეროები. ნება მათია, შეუძლიათ, მაღალ კონკურენციაში შევიდნენ და ისწავლონ, მაგრამ იმაზე ვსაუბრობ, რომ აბიტურიენტმა უნდა იცოდეს, სად რა მოთხოვნაა. არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიას რეალობიდან გამომდინარე ირჩევენ. ეკონომიკას მსოფლიო ბაზარი კარნახობს, მსოფლიო ბაზარი ბიზნესს – დასაქმებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.