გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არ უსმენენ არც პარტიაში და არც აქციაზე, ვიდრე არ გავასამართლებთ, სახლში მაინც დასხდნენ და ჭკვიანად იყვნენ
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არ უსმენენ არც პარტიაში და არც აქციაზე, ვიდრე არ გავასამართლებთ, სახლში მაინც დასხდნენ და ჭკვიანად იყვნენ

რადიკალურ ოპოზიციას არ უსმენენ არც პარტიაში და არც აქციაზე, მათი გამოსვლის დროს ახალგაზრდები შუქებს ანათებდნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას, დიდი ხანია, საკუთარი ქვეყნისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

„რადიკალურ ოპოზიციას არ უსმენენ, არც პარტიაში და არც აქციაზე. აქციაზე გამოსვლის დროს მათ ახალგაზრდები შუქებს ანათებდნენ და ხაზარაძემ თქვა, ვერ გამაჩერებთო. თუ მათ მიმართავდა, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ. ღმერთს ეს ხალხი არც პარლამენტში უქნია, არც გარეთ. ვიდრე მათ არ გავასამართლებთ, მანამდე მაინც დასხდნენ სახლში და ჭკვიანად იყვნენ. ამ ხალხს, დიდი ხანია, საკუთარ ქვეყანასთან ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. პარლამენტში ბოიკოტი სესიის ბოლოს არ ცხადდება. მათ მუშაობა არ იციან, მათი ბოიკოტი ფორმალური ხასიათისაა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.