გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა
გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა

„ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა, რადგან სამწუხაროდ, მიშელის დოკუმენტის შინაარსი რაც იყო, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია დაწეულიყო, მათ პოლარიზაცია ქუჩიდან პარლამენტში გადმოიტანეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საშუალებას არ მისცემს, პოლარიზაცია პარლამენტში გადაიტანოს.

„კარგია, რომ ოპოზიციამ არჩევნებიდან ცხრა თვის თავზე მაინც გაიგო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ის, რომ ოპოზიცია თან ამბობს, რომ დარჩება პარლამენტში და თან ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს, ეს ახასიათებს მათ ბუნებას, ანუ, გაორებული ოპოზიციის სახე გვაქვს. ისინი თან რჩებიან, თან ამბობენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს. როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა განსხვავებაა ბოიკოტს შორის, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული და საბოტაჟს შორის, რასაც ექვსი თვე ახორციელებდნენ. როცა ასეთ ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევა ოპოზიცია, ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარუმატებლობა ექნებათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.