გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა, ამიტომ აუცილებელია რეაგირება
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა, ამიტომ აუცილებელია რეაგირება

პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა. ამიტომ აუცილებელია რეაგირება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში პრეზიდენტს აუხსნიან, რას ნიშნავს კონსტიტუცია.

„საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტს აუხსნიან – ანი-ბანს, რას ნიშნავს კონსტიტუცია, სად წერია პრეზიდენტის თავი კონსტიტუციაში, სად წერია, რომ არ უნდა დაარღვიოს და პირიქით, დაიცვას. ასევე, სად წერია ფიცი, რომ კონსტიტუციას დაიცავს. აუცილებელია რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.