გურამ მაჭარაშვილი - პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს დისკუსია შესთავაზა, მობრძანდნენ და კითხვები საჯაროდ დასვან, საზოგადოება დაინახავს,  რა კითხვა აქვს დიპლომატს და რა პასუხს გასცემს პრემიერი 
გურამ მაჭარაშვილი - პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს დისკუსია შესთავაზა, მობრძანდნენ და კითხვები საჯაროდ დასვან, საზოგადოება დაინახავს,  რა კითხვა აქვს დიპლომატს და რა პასუხს გასცემს პრემიერი 

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს დისკუსია შესთავაზა. ვინმეს თუ კითხვა და პრეტენზია აქვს, საზოგადოებას ცალმხრივ რეჟიმში არ უნდა ესაუბრებოდეს, ეს არ არის ევროპული ღირებულება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსია არის ევროპული ღირებულება.

„მობრძანდნენ და კითხვები საჯაროდ დასვან. საზოგადოება დაინახავს, დიპლომატს რა კითხვა აქვს და პრემიერი რა პასუხს გასცემს. მიზანია, კანონპროექტის მიღება იმის მიხედვით მოხდეს, რომელ მოცეკვავეს დაუვლის ტანში ჟრუანტელი და რომელი ჰანგები ჩაესმის ყურში მომღერალს. სააკაშვილმა 26 მაისს ხალხი რომ დაარბია, მომღერლებს ეს ტირილი ჰანგებად ესმოდათ, მისგან ღირსების ორდენები რომ მიიღეს? მაშინ ხალხი მიცვალებულებს ეძებდა. ორმაგი სტანდარტი არ გაუვათ. 26 მაისს და 7 ნოემბერს ხალხი დახოცეს და ამ დროს სააკაშვილისგან ჯილდოები მიიღეს, თურმე მაშინ ზოგიერთ მოცეკვავესა და მომღერალს ევროპული ჰანგები ესმოდათ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.