გურამ მაჭარაშვილი - პრაქტიკულად, ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდები დაეწყო, კანდიდატის სტატუსის გამო ოპოზიცია იუმორისტულ ვითარებაში აღმოჩნდა, ჯერ სად არიან
გურამ მაჭარაშვილი - პრაქტიკულად, ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდები დაეწყო, კანდიდატის სტატუსის გამო ოპოზიცია იუმორისტულ ვითარებაში აღმოჩნდა, ჯერ სად არიან

პრაქტიკულად, ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდები დაეწყო, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ გახარიას პარტიას ისტერიული სიცილი დააწყებინა და, პრაქტიკულად, აღარ არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ნორმალური თანამშრომლობისთვის მზად არის.

„სალომე ზურაბიშვილი სინ ძინ პინს დაჭერას უპირებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველები ერთმანეთს დაერივნენ და არაფორმალური მმართველი კეზერაშვილია თუ სააკაშვილი, ამას ვერ იყოფენ და ფორმალური მმართველი ხაბეიშვილი ამბობს, აბა, მე სად ვარო. კანდიდატის სტატუსის გამო ოპოზიცია იუმორისტულ ვითარებაში აღმოჩნდა და ჯერ სად არიან. 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნახავთ, ვინ გამოვა პოლიტიკური ფსიქოლოგიური წყობილებიდან და რომელი პარტია მიაღწევს ჯანსაღი ფსიქოლოგიით არჩევნებამდე. სამადაშვილი სად არის, რა მარაქაში უნდა გაერიოს? რა თქმა უნდა, ნორმალური თანამშრომლობისთვის მზად ვართ. თუ ცვლილებებზე მსჯელობას თუნდაც მწვავე კრიტიკით დაიწყებენ, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.