გურამ მაჭარაშვილი - პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენი თავი ასტკივდება, დასასვენებლად კურორტზე გავაგზავნოთ,  სერიოზულად არავინ შეხედავს
გურამ მაჭარაშვილი - პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენი თავი ასტკივდება, დასასვენებლად კურორტზე გავაგზავნოთ, სერიოზულად არავინ შეხედავს

პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენი თავი ასტკივდება, იმდენი დასასვენებლად კურორტზე გავაგზავნოთ, სერიოზულად არავინ შეხედავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სამედიცინო მომსახურებას სრულად მიიღებს და „მის უკანონო გათავისუფლებაზე არც უნდა იოცნებონ“.

„ნაცმოძრაობა“ საჯაროდ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურს. ეს ნიშნავს, რომ მათი დღის წესრიგი შევსებულია ძალადობრივი საკითხებით, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს პატიმრის გათავისუფლების, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. მათი დღის წესრიგი შევსებულია ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით. საზოგადოებას რევოლუცია და ძალადობა აღარ სურს, ეს უნდა გააანალიზონ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უზრუნველყოფილი და კითხვები აღარ არსებობს. პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენი თავი ასტკივდება, იმდენი დასასვენებლად კურორტზე გავაგზავნოთ, სერიოზულად არავინ შეხედავს. როგორც პატიმარი, სამედიცინო მომსახურებას სრულად მიიღებს, მაგრამ სასჯელს მოიხდის ქართული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მაგალითად, ერთი სახელმწიფო მაინც დაასახელონ, სადაც პატიმარს თავი ასტკივდება და ცუდად იგრძნობს თავს, კურორტზე წაიყვანონ. ეს იმიტომ ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი დაცარიელდა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანილია. ახლა სასწრაფოდ რაღაც საკითხები შემოიტანეს, რომ დღის წესრიგი ცარიელი არ ჰქონდეთ. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არის, რადგან მას ამ ძალას სულ რადიკალური დღის წესრიგი აქვს. ბოლოს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სურდათ და ახლა დღის წესრიგში აბსურდი შემოაქვთ. უხერხული იქნება შედარება მათი ხელისუფლების პენიტენციურ დაწესებულებასა და დღევანდელს შორის, რადგან პატიმრის არათუ კურორტზე წაყვანა ხდებოდა, არამედ მათ რიგრიგობით ეძინათ. მის უკანონო გათავისუფლებაზე არც უნდა იოცნებონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.