გურამ მაჭარაშვილი - პენიტენციური სამსახური ექიმების კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც იქნება ოპტიმალური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვისთვის
გურამ მაჭარაშვილი - პენიტენციური სამსახური ექიმების კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც იქნება ოპტიმალური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვისთვის

პენიტენციური სამსახური ექიმების კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ოპტიმალური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ – ექიმთა ჯგუფი, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის.

„უახლოეს საათებში იქნება კონსულტაციები და მიღებულ იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროა, რათა პაციენტის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. პენიტენციური სამსახური ექიმების კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ოპტიმალური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვისთვის. მოწოდებებზე არ ვისაუბროთ, რადგან შეგვიძლია, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გავიხსენოთ შიმშილობის შეწყვეტაზე. ჩვენი კოლეგების კონსულტაციები იყო ადგილზე ექიმებთან, სიტუაცია შეამოწმეს და გეუბნებით, რომ კონსულტაციები იქნება და ექიმთა გადაწყვეტილების საფუძველზე პენიტენციური სისტემა მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები, ამას მიიღებს ექიმთა ჯგუფი, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.