გურამ მაჭარაშვილი – პატიმრების უფლებები დაცულია, სახალხო დამცველს კითხვები თუ გაუჩნდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ობიექტური არ არის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ უფლებები უნდა იყოს დაცული, ახალი არ არის. მოქალაქეების, მათ შორის პატიმრების უფლებები დაცულია. არავითარი შეუთავსებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლზეა აყვანილი და საზოგადოებას ყოველდღე მიეწოდება ინფორმაცია.
„სახალხო დამცველს კითხვები თუ გაუჩნდა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო დამცველი ობიექტური არ არის. კარგად წაიკითხეთ კანონმდებლობა პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთან ძალიან კარგად თანამშომლობენ. ვერსად ნახავთ კონკრეტულ მაგალითებს, სადაც მითითებულია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ შიმშილობს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. შეაბამისად, არის მცდელობა, რომ ის და მისი პოლიტიკირი ძალა პოლიტიკურ ზედაპირზე იყვნენ.
რაც შეეხება, არის თუ არა დაცული სააკაშვილის უფლებები, იცით, რომ ყოველდრიური შეხვედრები აქვს ადვოკატებთან, პირად ექიმთან, მხარდამჭერებთან და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილს ამის ათი პროცენტით მაინც რომ მიექციათ ყურადღება პატიმრის უფლებებისთვის, დღეს არც ის იქნებოდა ციხეში და არც სახელმწიფო დაკარგავდა ამდენ დროს. პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აყვანილია კონტროლზე და საზოგადოებას აქვს ყოველდღიური ინფორმაცია, თუ როგორია მისი მდგომარეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რო მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.