გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტარიზმის განვითარებისთვის მმართველი გუნდი პროცედურებს განაგრძობს, მათ შორისაა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება

11:01, 28.01.2021

მმართველი გუნდი აგრძელებს იმ პროცედურებს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის განვითარება ჰქვია, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას ყველა სამართლებრივი ბერკეტი მიეცათ.

„იცით, რომ რეგლამენტში ცვლილებები შევიტანეთ და გაძლიერდა ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ასევე საპარლამენტო ოპოზიციას ყველა სამართლებრივი ბერკეტი მივეცით. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წუხილებს, რომ დარჩა მხოლოდ ერთი მიზანი – რევოლუციური სცენარი, სამწუხაროდ, ამ სცენარებს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ, თუმცა არა იმიტომ, რომ კომპეტენცია არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი