გურამ მაჭარაშვილი - ორპოლუსიანი სისტემა იქამდე იქნება, ვიდრე ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, მიზნად არ დაისახავს ხელისუფლების ჯანსაღ ოპონირებას
გურამ მაჭარაშვილი - ორპოლუსიანი სისტემა იქამდე იქნება, ვიდრე ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, მიზნად არ დაისახავს ხელისუფლების ჯანსაღ ოპონირებას

ორპოლუსიანი სისტემა იქამდე იქნება, ვიდრე ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, მიზნად არ დაისახავს ხელისუფლების ჯანსაღ ოპონირებას და არ ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, სხვა შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები იმ დონეზე იქნებიან, რა დონეზეც ახლა არიან და სულ იწუწუნებენ, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანი სისტემაა.

„ორპოლუსიანი სისტემა იქამდე იქნება, ვიდრე ოპოზიციური სპექტრი არ გაერთიანდება, მიზნად არ დაისახავს ხელისუფლების ჯანსაღ ოპონირებას და არ ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში ჩამოყალიბდება აზრი, რომ ოპოზიციაში იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რა თქმა უნდა, ამას ხელი უნდა შეუწყონ თავად ოპოზიციურმა პარტიებმა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.