გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს აქვს მეტი პასუხისმგებლობა და ითვალისწინებს პოლიტიკურ პროცესსაც.

„ეს არ არის ერთი ან ორი პარლამენტარის მიერ დაწერილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია შეიცვალა, შეუთავსებლობა აქვს ან სხვა საქმიანობას იწყებს. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არის ერთგვარად პოლიტიკური მდგენელი, რაც ნიშნავს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს. მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან მათგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით და რაც მთავარია, მომავლის წინაშე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.