გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიები, როცა პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ, ქუჩაში იყვნენ, ახლა კი, წინასაარჩევნო კამპანიის მაგივრად, საკუთარ ოფისებში ბრიფინგებს ატარებენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიები, როცა პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ, ქუჩაში იყვნენ, ახლა კი, წინასაარჩევნო კამპანიის მაგივრად, საკუთარ ოფისებში ბრიფინგებს ატარებენ

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები რეალობას აცდენილები არიან, არიან არასწორ დროს და ადგილას, როცა პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ, ქუჩაში იყვნენ, ახლა როცა წინასაარჩევნო კამპანიას უნდა ატარებდნენ, საკუთარ ოფისებში არიან და ბრიფინგებს ატარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციამ დაინახა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წააგებს და ახლა რატომღაც ქმნის იმის ილუზიას, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ყველა არჩევნების ჩატარების თარიღი განსაზღვრულია კონსტიტუციით. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ემზადება 3 ოქტომბრისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ, რომ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უნდა ჩააბარონ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს არანაირ აქტივობას არ ატარებენ. საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა და ყველაფერს ხვდება. ოპოზიციაში ჯანსაღი ძალები მინიმალურად არიან წარმოდგენილი და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ის პერიოდი დადგება, როცა ოპოზიციაც და საზოგადოებაც მიხვდებიან, რომ მეორე ადგილზე ჯანსაღი ოპოზიციური ძალები უნდა იყვნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.