გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას არაერთხელ ვურჩიეთ, დილით გადაშალონ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მერამდენე ადგილზეა და შემდეგ მშვიდად დაიძინებენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას არაერთხელ ვურჩიეთ, დილით გადაშალონ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მერამდენე ადგილზეა და შემდეგ მშვიდად დაიძინებენ

ოპოზიციას არაერთხელ ვურჩიეთ, დილით გადაშალონ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მერამდენე ადგილზეა და მშვიდად დაიძინებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თუ არ ვცდები, შემოწმების ინტერესთა სფეროში მეოთხედ თუ მეხუთედ მოვხვდი, რაც  ბუნებრივი პროცესია. რაც შეეხება ოპოზიციის სიზმრებს კორუფციაზე, მათ არაერთხელ ვურჩიეთ, რომ დილით გადაშალონ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მერამდენე ადგილზეა და შემდეგ მშვიდად დაიძინებენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.