გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ  საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდო“, სიტყვა არ შეასრულა
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდო“, სიტყვა არ შეასრულა

საპარლამენტო ოპოზიცია, ნიკა მელიას ჩათვლით, ამბობდა, რომ ჩვენ პარლამენტიდან გამოგვიყვანდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ მათ შემოვიყვანდით პარლამენტში. რომლის სიტყვა შესრულდა, საზოგადოებამ დაინახა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვა არ შეასრულა.

„დავფიქრდებოდი ოპოზიციის სიტყვების შესრულებაზე. მათ საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდეს“, არ შეასრულეს სიტყვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.