გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ აპირებს, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას დაესწროს, ანუ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ აპირებს, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას დაესწროს, ანუ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია საკითხს დააყენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ იქნება შერიგების საკითხი.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან საახალწლო მიწვევა არის ნორმალური ჟესტი.

„იქ იქნება ჩვენი წარმომადგენელი, ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. იქ რა დისკუსია იქნება, ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მომხდარიყო. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ საკითხი დააყენეს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიები დაფიქრდებიან, რომ აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს დღევანდელ შეხვედრას დაესწროს, მაჭარაშვილი პასუხობს – „ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება“.

დატოვე კომენტარი