გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია მერვე არჩევნებია ამბობს, რომ ხან ცენტრალურ ხელისუფლებაში მოდის, ხან ადგილობრივში, მაგრამ საზოგადოების გადაწყვეტილებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია მერვე არჩევნებია ამბობს, რომ ხან ცენტრალურ ხელისუფლებაში მოდის, ხან ადგილობრივში, მაგრამ საზოგადოების გადაწყვეტილებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“

ოპოზიცია მერვე არჩევნებია, რაც ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოდის – ხან ცენტრალურში და ხან ადგილობრივში, მაგრამ საზოგადოების გადაწყვეტილებით, ორივე დონეზე ხელისუფლებაში რჩება „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიცია უკვე მერვე არჩევნებია, ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოდის, ხან ცენტრალურში და ხან ადგილობრივში, მაგრამ რეალობა არის ის, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებას იღებს, რომ ორივე დონეზე ხელისუფლებაში რჩება „ქართული ოცნება“. ამიტომ სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

გარწმუნებთ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მარტივია გადაწყვეტილების მიღება და უმეტეს მუნიციპალიტეტში არჩევანი იქნება საქმიან პოლიტიკურ ძალასა და პროვოკატორ პოლიტიკურ ძალას შორის გააკეთო არჩევანი. არჩევანი იქნება მარტივი, მაგრამ ამომრჩევლის მობილიზება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი