გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია იძინებს იმ იმედით, რომ საქართველოში იყოს შავი ხვრელები, მათ არავინ უჯერებს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია იძინებს იმ იმედით, რომ საქართველოში იყოს შავი ხვრელები, მათ არავინ უჯერებს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ

ოპოზიცია იძინებს იმ იმედით, რომ საქართველოში იყოს შავი ხვრელები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არავინ უჯერებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ.

„ჩვენ რომ ნორმალური ოპოზიცია გვყავდეს, შეიძლება მათ განცხადებებზე ვისაუბროთ, მაგრამ როცა ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ღამე შავი ხვრელები ესიზმრება მაშინ, როცა ამერიკა-ევროპის ტექნიკურმა ჯგუფმა თქვა, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს. ოპოზიცია იძინებს იმ იმედით, რომ საქართველოში იყოს შავი ხვრელები. მათ არავინ უჯერებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. როგორც ჩანს, ლოკალურმა ომის პარტიამ გლობალურ ომის პარტიას უთხრა, რომ ჩვენი სიზმარი შავ ხვრელებზე რეალობაში რატომ არ ახდაო და ახლა გამოაცხვეს მაკფოლის ინტერვიუ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.