გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებს და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებს, ეს წარმოუდგენელია
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებს და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებს, ეს წარმოუდგენელია

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და ბოიკოტგამოცხადებულ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას როგორ ქმნიან? – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხზე.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რეალობას გაექცეს.

„რეალობაში ხედავენ, რომ ყველგან წაგებული არიან. რაღაც ვირტუალურ მთავრობებს აყალიბებენ და ვირტუალურ მინისტრთა კაბინეტებს ქმნიან, მინისტრების პორტფელებს ინაწილებენ. არსებულ კომისიებში არაფერს აკეთებენ და ახალ შექმნილში რატომ იმუშავებენ, ეს წარმოუდგენელია.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და ბოიკოტგამოცხადებულ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას როგორ ქმნიან? ნებისმიერ საკითხში არიან არათანმიმდევრული. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს, „ქართულ ოცნებას“ რა ალტერნატივა ჰყავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.