გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას ე.წ. შეთავაზება მეტი არაფერია, თუ არა მორიგი ტყუილი და საშუალება პოლიტიკურ ზედაპირზე დასარჩენად
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას ე.წ. შეთავაზება მეტი არაფერია, თუ არა მორიგი ტყუილი და საშუალება პოლიტიკურ ზედაპირზე დასარჩენად

რადიკალური ნაბიჯების გარდა, მგონი, ამ ადამიანებს მეცადინეობა სჭირდებათ და „თვითმმართველობის კოდექსში“ ჩაიხედონ, ვინ აყალიბებს მთავრობას თბილისის მუნიციპალიტეტში  ან სხვაგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კოდექსში წერია, რომ მთავრობას თბილისში აყალიბებს და ამტკიცებს საკრებულო, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს.

„ახლა საკრებულოს არჩევნები არ არის, ახლა არის მეორე ტური, სადაც დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე გაიმარჯვებს. ნიკა მელიას ე.წ. შეთავაზება მეტი არაფერია, თუ არა მორიგი ტყუილი და საშუალება პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩნენ. საზოგადოება გაცილებით გაზრდილია, ვიდრე ოპოზიციის რადიკალური ფრთა და მათ შეთავაზებას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას დღეს თბილისის ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენენ.