გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს, რაც არ გამოუვა
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს, რაც არ გამოუვა

ნიკა მელია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, მისი ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს, რაც არ გამოუვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის, ეს არის კანონდარღვევა და როგორც მათ თქვეს, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება შეცვლა პატიმრობით მოუწევთ.

„ნიკა მელია პარლამენტის წევრია და პროცედურულად მთავარი პროკურატურამ პარლამენტს უნდა მიმართოს იმისათვის, რომ იმსჯელოს – უნდა შეუჩერდეს თუ არა იმუნიტეტი, რომ საშუალება ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს, მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმის შეცვლაზე. ჯერ კიდევ არის ვადა. ეს ის შემთხვევაა, როცა ნიკა მელიას აქვს გადაწყვეტილება მისაღები, მას უნდა კანონი დაარღვიოს და იძულებული გახდეს, პროკურატურა პარლამენტს მიმართოს, თუ არ სურს ეს. აქ არის პოლიტიკური მდგენელი. სამწუხაროდ, ნიკა მელია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მისი ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს, რაც არ გამოუვა, მაგრამ პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს. მგონია, რომ რაღაც არხებით გირაოს გადაიხდის. სპეკულირება იმაზე, რომ თუ გადახდა მოხდება, ეს იქნება პროკურატურის ან ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.