გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში

ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში და ეს დადასტურდა იმით, რომ პარტიის ფორმალური თავმჯდომარე ჩადის კიევში – ფაქტობრივ თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“  არ შეუძლია იქ ყოფნა, სადაც არის სიმშვიდე.

„ამით ნათელია ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაცვლად, რომლებმაც ამდენი ძალისხმევა და რესურსი ჩადეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, მათი აზრი არ აინტერესებს „ნაცმოძრაობას“ და ნიკა მელიას უფრო აინტერესებს ფაქტობრივი ლიდერის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება. ეს მათი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ, ეს არის მათი მხრიდან წერტილის დასმა იმ საკითხზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია იქ ყოფნა, სადაც არის სიმშვიდე, ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.