გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობაში“ ახალ-ახალი ლიდერები და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ჰყავთ, რაც არათუ სასაცილოა, არამედ ჟურნალში ჩასაწერი კომენტარებია
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობაში“ ახალ-ახალი ლიდერები და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ჰყავთ, რაც არათუ სასაცილოა, არამედ ჟურნალში ჩასაწერი კომენტარებია

კანონზომიერია, რაც პრიგოჟინის პარტიაში ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი და კარგი პროცესი, რადგან როცა საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში გადადიხარ და არა ხელისუფლების, ყოველთვის ასეთი ბოლო გექნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობაში“, ჟენიას პარტიაში ახალ-ახალი ლიდერები და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები ჰყავთ, რაც არათუ სასაცილოა უკვე, არამედ ჟურნალში ჩასაწერი კომენტარებია.

„ის აღარ იკმარეს, რომ პრიგოჟინის პარტია იშლება და ახლა მოინდომეს, რომ უკვე ადრე დაშლილი პარტიები შეიწოვონ. ვაშაძე უნდათ პრემიერობის კანდიდატად და მშვენიერი, სახალისო წინასაარჩევნო კამპანია გვექნება, როცა პრიგოჟინის პარტია ვაშაძეს კანდიდატად დაასახელებს და ის ტრიბუნიდან მოხალისის როლში გამოვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.