გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ გამოვაკლოთ მელია, მივუმატოთ ხაბეიშვილი, გავამრავლოთ ვაშაძეზე, გამოვაკლოთ სავარძლიანი „გირჩი“ და ხოშტარია, მაინც მერაბიშვილს მივიღებთ, რაც უდრის სააკაშვილს
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ გამოვაკლოთ მელია, მივუმატოთ ხაბეიშვილი, გავამრავლოთ ვაშაძეზე, გამოვაკლოთ სავარძლიანი „გირჩი“ და ხოშტარია, მაინც მერაბიშვილს მივიღებთ, რაც უდრის სააკაშვილს

„ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გამოვაკლოთ მელია, მივუმატოთ ხაბეიშვილი, გავამრავლოთ ვაშაძეზე, გამოვაკლოთ სავარძლიანი „გირჩი“ და ხოშტარია, საბოლოოდ მაინც მერაბიშვილს მივიღებთ, რაც უდრის სააკაშვილს, ანუ ომისა და ღალატის პარტიას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დამარცხების ფორმულა აქვს.

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ ფორმულა და ამაზე კარგ ფორმულას ვერავინ გამოიგონებს, რაც დამარცხების ფორმულაა. ამაში შემდეგ ჩაიშლებიან გახარიასა და ვაშაძის ფრთები, მაგრამ ესენი არიან ერთფუძიანი განტოლებები. ერთადერთი, ვერ აიხსნება ვერასდროს საქართველოს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მოსვლა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.